გაკვეთილის გეგმა

თემა
ვაჟა-ფშაველა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’
მნიშვნელობა/აქტუალობა
ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან ,მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
მიზნები და შედეგები
წაიკითხავენ და შეძლებენ ტექსტის ადეკვატურად აღქმას, ამოიცნობენ ნაწარმოების მთავარ აზრს, შექმნიან მცირე ზომის წერილობით ტექსტს.



ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
ქართ V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.

·         საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;







წინასწარი ცოდნა
ზოგადი ინფორმაცია ვაჟაზე, რა ნაწარმოებებს იცნობენ ვაჟას შემოქმედებიდან. ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" ტექსტის შინაარსი.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი კომპონენტების მიხედვით:ტექსტობრივი მასალის  ცოდნა,  გაგება-გააზრება,  გაკვეთილზე აქტივობა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
5კლასის სახელმძღვანელო, ვიდეოფირის ჩვენება.
გაკვეთილის მსვლელობა
I.         აქტივობა-
         რა ვიცით ვაჟას შესახებ, მისი შემოქმედებიდან რომელი ნაწარმოები გვისწავლია ან წაგვიკითხავს, გავიხსენოთ__ 3წუთი.
II.       აქტივობა-
        მოსწავლეებს  ვუჩვენებ პრეზენტაციას ,,ადამიანი და ბუნება"
III    აქტივობა-
ტექსტის  ამოკრებითი კითხვა__ 10წუთი.
აქტივობა.
წაკითხულის გააზრება - კითხვებზე პასუხი: - 20 წუთი.
1.       ვინ გვიყვება ამბავს მოთხრობაში?
2.       რომელ პირში გვიყვება პერსონაჟი ამბავს?
3.       ,, გზადაკარგული დავდივარ... დავეხეტები“ ამბობს შვლის ნუკრი რა გამხდარა ამის მიზეზი?
4.       რამ დაუსისხლიანა ნუკრს ფეხი?
5.       რისი ეშინია მას?
6.       რით იკლავს  რძის სურვილს პატარა ნუკრი?
7.       ,,უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოფრინავდა ჩემკენ ნისკარტდაღებული, მხრებშეკუმშული“- რომელ ფრინველს აღწერს ნუკრი?
8.       სად აფარებს თავს ნუკრი საფრთხის მოახლოებისას?
9.       რა არის ნუკრის უბედურების მთავარი მიზეზი?
10.   ვინ უფრთხობს პატარა ნუკრს სიმშვიდეს და ვინ აშინებს მას?
შეფასება.- 3წუთი.
დავალების მიცემა- 2წუთი.
დიფერენცირებული სწავლება

Комментариев нет:

Отправить комментарий