პროექტის გეგმა

პროექტის თემა: როგორი უნდა იყოს თქვენი თანატოლი?

პროექტის აღწერა: როგორი წამოუდგენიათ თანამედროვე, თავიანთი თანატოლი. შეადარონ თავი სხვადასხვა ნაწარმოების გმირებს.

მნიშვნელობა,აქტუალობა: დაინახონ და შეაფასონ თავიანთი თვისებები/შესაძლებლობები, გაითვალისწინონ უფროსი თაობის შეხედულებები და ჩამოაყალიბონ თანამედროვე თანატოლების უარყოფითი და დადებითი მხარეები.

წინასწარი ცოდნა: იციან ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები, რა მოეთხოვებათ .  მოსწავლეებს შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა, ინტერვიუს ჩაწერა და ტექსტებთან დაკავშირება.

პროექტის მიზანი/შედეგი:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
პროექტის სრული აღწერა: გაეცნობიან უფროსი თაობის აზრს, (ჩაიწერენ ინტერვიუს), ჩაატარებენ პარელელურ კლასებში კვლევას და განიხილავენ/ჩამოალიბებენ საკუათარ შეხედულებებს. კიდევ ერთხელ წაიკითხავენ შესწავლილ ნაწარმოებებს.
შეფასდებიან ჯგუფში თანამშრომლობით, პრობლემის  ჩამოყალიბებითა  და გადაწყვეტის სწორი გზის არჩევით.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: შეაფასებენ იმ ფასეულობებს რაც სასურველია ქონდეს თავიანთ თანატოლებს, გამოუმუშავდებათ სასურველი უნარ-ჩვევები. წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
პროექტის მსვლელობა: 
აქტივობა 1.  გავაცნობ თემას და ავუხსნი რამდენად აქტუალურია ამ ასაკის მოსწავლეებისათვის.
აქტივობა 2. მოსწავლეებს  დავყოფ ჯგუფებად.

აქტივობა 3. მოსწავლეები გამოკითხავენ თავიანთ თანატოლებს და ჩაიწერენ ინტერვიუს.
აქტივობა 4. დაახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას  და მოემზადებიან პრეზენტაციისათვის.

 შეფასების  საგანი: ჯგუფის ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, ინტერვიუს ჩაწერა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახემძღვანელო, კომპიუტერი.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ღლონტი.
glontimaiaa@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий